მთავარი ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2022 წლის 22 აგვისტოდან 22  სექტემბრის ჩათვლით მიმართეს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების მიმდინარე ნაკადში მონაწილეობაზე.

გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 24 ოქტომბერს.

ნაბიჯი I
სტაჟირების საიტის (stajireba.gov.ge) მთავარ გვერდზე ხსნით აქტივაციის პანელს, შეგყავთ პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი;
ნაბიჯი II
ანგარიშის გასააქტიურებლად ამოწმებთ ელექტრონულ ფოსტას, სადაც გამოგეგზავნებათ აქტივაციის ბმული;
ნაბიჯი III
აღნიშნულ ბმულზე გადასვლით ანგარიში გააქტიურებულია და ავტორიზაციის გრაფაში შეგყავთ უკვე მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.

ზოგჯერ ელ-ფოსტა შემოსულ წერილებს აღიქვამს როგორც რეკლამას. თუ შეიძლება გადაამოწმეთ შესაბამისი ველები (“spam”, “promotion-რეკლამები”)

ნაბიჯი I
ანგარიშის მართვის პანელში, თქვენი ელ-ფოსტის პირდაპირ განთავსებულია ვაკანსიების ღილაკი . ვაჭერთ აღნიშნულ ღილაკს და ავტომატურად ჩამოიშლება ვაკანსიების ჩამონათვალი თქვენი საგანმანათლებლო მიმართულებისა და დარგი/სპეციალობის შესაბამისად;
ნაბიჯი II
თქვენ მიერ შერჩეული ვაკანსიის დასახელებასა (დასახელება) და საჯარო დაწესებულების დასახელებას (ორგანიზაცია) შორის განთავსებულია ღილაკი . ვაკანსიის სრული აღწერილობის სანახავად ვაჭერთ აღნიშნულ ღილაკს, რაც არ გულისხმობს ვაკანსიის არჩევას;
ნაბიჯი III
ვაკანსიის არჩევის პროცესის დასასრულებლად, სრული აღწერილობის გვერდზე განთავსებულია არჩევის ღილაკი , აღნიშნულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მიიღებთ გაფრთხილებას („ნამდვილად გსურთ რეგისტრაცია ვაკანსიაზე?“ არჩეული ვაკანსიის შეცვლა შეუძლებელია), თანხმობის შემთხვევაში (ღილაკი „დიახ“), იხილავთ ტექსტს შემდეგი შინაარსით: თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით ვაკანსიაზე. გთხოვთ, რეგისტრაციის დასრულებიდან (9 მაისი) 10 დღის განმავლობაში გამოცხადდეთ არჩეულ დაწესებულებაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით არჩეული დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, ხოლო უარის (ღილაკი „არა“) შემთხვევაში კი, შეგიძლიათ დაბრუნდეთ ვაკანსიების ჩამონათვალის გვერდზე;

თუ უნივერსიტეტში განცხადებული გაქვთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების მიმდინარე ნაკადში მონაწილეობის თაობაზე და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ რეგისტრირდებით საიტზე, ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამისთვის განკუთვნილ ცხელ ხაზზე ტელ: 032 2 19 77 55

ელ. ფოსტის შეცვლა ან რედაქტირება ტექნიკურად შეუძლებელია.

კურსდამთავრებულებს ვაკანსიები შეეთავაზებათ იურიდიული მისამართის მიხედვით, ანუ იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც ისინი იმყოფებიან რეგისტრაციაზე.

რეგისტრაციის დასრულების (რეგისტრაციის დასრულების თარიღია 4 ნოემბერი) შემდეგ, თქვენ 10 დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეთ არჩეულ დაწესებულებაში და სტაჟირების ადგილზე გაიაროთ რეგისტრაცია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი უნდა დაუკავშირდეთ უშუალოდ ამ უწყების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს;

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1-დან 6 თვემდე ვადით, დამსაქმებელთან შეთანხმებით.

მას შემდეგ, რაც თქვენ გააკეთებთ არჩევანს, არ შეგიძლიათ ცვლილების განხორციელება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ვაკანსიის აღწერილობით ნაწილს; აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსია ავტომატურად რეზერვდება და მასზე წვდომა აღარ აქვს სხვა სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს.

ვაკანსიის არჩევის შემდეგ თუ ფიქრობთ, რომ ვერ მოახერხებთ სტაჟირების გავლას, წაშალეთ არჩეული ვაკანსია რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გაითვალისწინეთ, რომ წაშლის შემდეგ ვეღარ შეძლებთ სხვა ვაკანსიის არჩევას და ავტომატურად გამოეთიშებით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მიმდინარე ნაკადს.

მას შემდეგ, რაც აირჩევთ სასურველ ვაკანსიას, ტესტირების ან/და გასაუბრების გავლა არ მოგიწევთ სტაჟირების დასაწყებად.
საჯარო დაწესებულებებს, რომლებსაც ირჩევენ სტაჟიორობის კანდიდატები, უფლება აქვთ, სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში მისაღები სტაჟიორების მიმართ დამატებით მოთხოვნად განსაზღვრონ მხოლოდ უცხო ენის ცოდნა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია სტაჟირების გავლა.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაჟირების ვაკანსიების ეტაპობრივად დამატება არ ხდება.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა (ოქტომბრის) და გაზაფხულის (აპრილის) ნაკადების მეშვეობით. თუ ამ ეტაპზე ვერ ირჩევთ სასურველი მიმართულების ვაკანსიას, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სტაჟირების შემდგომი ნაკადის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ადგილები შეზღუდულია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. სტუდენტების/კურსდამთავრებულების მხრიდან დიდი დაინტერესებისა და დასწრების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე წუთში ივსება სტაჟირების ვაკანსიები.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა ერთჯერადი ხასიათისაა. შესაბამისად, მეორედ ვეღარ შეძლებთ ამ პროგრამით სარგებლობას.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა არ არის ერთადერთი შესაძლებლობა საჯარო სამსახურში (დაწესებულებებში) სტაჟირების გავლისათვის. მიზნობრივი პროგრამა წარმოადგენს ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის საჯარო დაწესებელებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობის შექმნას. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს არანაირი სახის შეზღუდვას უწყებებისთვის სტაჟირების ვაკანსიების სხვა ფორმით გამოქვეყნებისთვის და სტაჟიორთათვის - შერჩევის წესით დაიწყონ სტაჟირება სასურველ პოზიციაზე.

საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესაბამისად, საჯარო დაწესებულებას უფლება აქვს დააწესოს დამატებით კრიტერიუმად უცხო ენის ცოდნა, მხოლოდ სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, რაც სტაჟირებაგავლილ პირს გახდის კონკურენტუნარიანს საჯარო სამსახურში დასაქმების დროს.