ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

სიახლეები

მთავარი > სიახლეები
11.03.2015

სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია 16 მარტს 15:00 საათიდან დაიწყება

სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია 16 მარტს 15:00 საათიდან დაიწყება.

 

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია გაიარონ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებ-გვერდზე – www.stajireba.gov.ge.

 

2014 წლის სექტემბერში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1351 სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა, რომელთაგან სხვადასხვა მიზეზთა გამო (პირადი განცხადების საფუძველზე სტაჟირებაზე უარი, სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობა, სტაჟირების არასაპატიო გაცდენა და ა.შ.) სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა წარმატებით დაასრულა 908 სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა.

 

აღსანიშნავია, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლის შემდგომ სტაჟირების ადგილზე - სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, შრომითი ხელშეკრულებით 50 სტაჟიორი დასაქმდა.