ავტორიზაცია

პაროლის აღდგენა

სიახლეები

მთავარი > სიახლეები
11.09.2015

იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შემოდგომის ნაკადი

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა, 2015 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას (უნივერსიტეტების სია) და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე.

 

შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო , სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755, ელ- ფოსტა: nfo@csb.gov.ge