სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო

01 ივნ 2020
გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება სექტემბრამდე გადაიდოს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი. 

იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი თანხმობის ფორმას, შეუნარჩუნდებათ უფლება მიიღონ მონაწილეობა შემოდგომის ნაკადში (გაიარონ აქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ სტაჟირების ვაკანსია). 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შემოდგომის ნაკადი დაიწყება სექტემბერში. ზუსტი თარიღისა და დროის შესახებ გაცნობებთ მოგვიანებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755.