დასრულდა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია

30 ოქტ 2019

დასრულდა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია.

სტაჟირების პროგრამის მიმდინარე ნაკადზე, განათლების შესაბამისი პროფილით, 478 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა.

თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საჯარო დაწესებულებებში დარეგისტრირებული პირები სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე ვადით გაივლიან. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოიმუშაონ თავიანთი პროფილის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაეცნონ საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, გაიზიარონ საჯარო მოსამსახურისთვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმები და სტანდარტები და გახდნენ კონკურენტუნარიანები საჯარო სექტორში დასაქმების სურვილის შემთხვევაში.