სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის გაზაფხულის ნაკადზე რეგისტრაცია

19 აპრ 2019
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 აპრილს 15:00 საათზე და დასრულდება 10 მაისს 15:00 საათზე.

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების ვებ გვერდის (stajireba.gov.ge ) მთავარ გვერდზე არსებული “აქტივაციის“ პანელის დახმარებით. აქტივაცია შესაძლებელი იქნება 30 აპრილს 10 საათიდან. 

იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი ან ხშირად დასმული კითხვები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755.