სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის შემოდგომის ნაკადზე რეგისტრაცია

26 ოქტ 2018
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 8 ნოემბერს 15:00 საათზე.

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით. 

იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი ან ხშირად დასმული კითხვები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755.