სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის გაზაფხულის ნაკადზე რეგისტრაცია

27 აპრ 2018

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 აპრილს 15:00 საათზე და დასრულდება 9 მაისს 15:00 საათზე. 

 

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით. 

 

იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი ან ხშირად დასმული კითხვები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755.