სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის შემოდგომის ნაკადზე რეგისტრაცია

27 ოქტ 2017
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 30 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 8 ნოემბერს 15:00 საათზე.
ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით.
იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=rGpNkbxBcwU ან ხშირად დასმული კითხვები: http://stajireba.gov.ge/4585 .
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755