სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის გაზაფხულის ნაკადზე რეგისტრაცია

21 აპრ 2017
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2017 წლის გაზაფხულის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 24 აპრილს 15:00 საათზე და დასრულდება 3 მაისს 15:00 საათზე.  

ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით. 

 იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=rGpNkbxBcwU ან ხშირად დასმული კითხვები: http://stajireba.gov.ge/4585.  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755