დასრულდა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის შემოდგომის ნაკადზე რეგისტრაცია

26 ოქტ 2016

დასრულდა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის შემოდგომის ნაკადზე სტაჟიორობის მსურველთა რეგისტრაცია. სტაჟირების პროგრამის მიმდინარე ნაკადზე, განათლების შესაბამისი პროფილით, 775 მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა. თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საჯარო დაწესებულებებში დარეგისტრირებული პირები სტაჟირებას 1-დან 6 თვემდე ვადით გაივლიან. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ გამოიმუშაონ თავიანთი პროფილის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაეცნონ საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, გაიზიარონ საჯარო მოსამსახურისთვის დამახასიათებელი ეთიკური ნორმები და სტანდარტები და გახდნენ კონკურენტუნარიანები საჯარო სექტორში დასაქმების სურვილის შემთხვევაში.