სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის შემოდგომის ნაკადზე რეგისტრაცია

11 ოქტ 2016
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2016 წლის შემოდგომის ნაკადის ფარგლებში ვაკანსიებზე რეგისტრაცია დაიწყება 17 ოქტომბერს 15:00 საათზე და დასრულდება 26 ოქტომბერს 15:00 საათზე.
ვაკანსიაზე რეგისტრაციისთვის სტაჟირების მსურველ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს აქტივაცია (პირადი ანგარიშის შექმნა), სტაჟირების საიტის stajireba.gov.ge მთავარ გვერდზე არსებული აქტივაციის პანელის დახმარებით.

იხ. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაციის გზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=rGpNkbxBcwU ან ხშირად დასმული კითხვები: http://stajireba.gov.ge/4585.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების პროგრამის ცხელ ხაზს ნომერზე: 2197755