- ვინ მონაწილეობს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში?

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც 2017 წლის 24 თებერვლიდან 24 მარტის ჩათვლით მიმართეს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების მიმდინარე ნაკადში მონაწილეობაზე.

- როდის დაიწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვაკანსიებზე რეგისტრაცია?

სტაჟიორთა სახელმწიფო პროგრამის რეგისტრაცია დაიწყება 24 აპრილს 15:00 საათიდან და გაგრძელდება 3 მაისის 15:00 საათამდე.


- როგორ გავიარო რეგისტრაცია?

 

ნაბიჯი I 
სტაჟირების საიტის (stajireba.gov.ge) მთავარ გვერდზე ხსნით აქტივაციის პანელს,  შეგყავთ პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი;

ნაბიჯი II
ანგარიშის გასააქტიურებლად ამოწმებთ ელექტრონულ ფოსტას, სადაც გამოგეგზავნებათ აქტივაციის ბმული;

ნაბიჯი III
აღნიშნულ ბმულზე გადასვლით ანგარიში გააქტიურებულია და ავტორიზაციის გრაფაში შეგყავთ უკვე მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.

 - ავტორიზაციის შემდგომ როგორ ავირჩიო ვაკანსია?

ნაბიჯი I 
ანგარიშის მართვის პანელში, თქვენი ელ-ფოსტის პირდაპირ განთავსებულია ვაკანსიების ღილაკი .  ვაჭერთ აღნიშნულ ღილაკს და ავტომატურად ჩამოიშლება ვაკანსიების ჩამონათვალი თქვენი საგანმანათლებლო მიმართულებისა და დარგი/სპეციალობის შესაბამისად;

ნაბიჯი II

თქვენ მიერ შერჩეული ვაკანსიის დასახელებასა (დასახელება)  და საჯარო დაწესებულების დასახელებას (ორგანიზაცია) შორის განთავსებულია ღილაკი . ვაკანსიის სრული აღწერილობის სანახავად  ვაჭერთ აღნიშნულ ღილაკს, რაც არ გულისხმობს ვაკანსიის არჩევას;

ნაბიჯი III

ვაკანსიის არჩევის პროცესის დასასრულებლად, სრული აღწერილობის გვერდზე განთავსებულია არჩევის ღილაკი , აღნიშნულ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მიიღებთ გაფრთხილებას („ნამდვილად გსურთ რეგისტრაცია ვაკანსიაზე?“ არჩეული ვაკანსიის შეცვლა შეუძლებელია), თანხმობის შემთხვევაში (ღილაკი „დიახ“), იხილავთ ტექსტს შემდეგი შინაარსით: თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით ვაკანსიაზე. გთხოვთ, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში გამოცხადდეთ  არჩეულ დაწესებულებაში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით არჩეული დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს, ხოლო უარის (ღილაკი „არა“) შემთხვევაში კი, შეგიძლიათ დაბრუნდეთ ვაკანსიების ჩამონათვალის გვერდზე ;

- ვერ ვრეგისტრირდები საიტზე და როგორ მოვიქცე?

დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამისთვის განკუთვნილ ცხელ ხაზზე ტელ: 032 2 19 77 55

- როგორ შევცვალო ან დავარედაქტირო ელ.ფოსტა;

ელ. ფოსტის შეცვლა ან რედაქტირება ტექნიკურად შეუძლებელია.

- დავრეგისტრირდი სასურველ უწყებაში. როგორ ვუკავშირდები დაწესებულებას?

რეგისტრაციის დასრულების (რეგისტრაციის დასრულების თარიღია 3 მაისი) შემდეგ, თქვენ 10 დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეთ არჩეულ დაწესებულებაში და სტაჟირების ადგილზე გაიაროთ რეგისტრაცია, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი უნდა დაუკავშირდეთ უშუალოდ ამ უწყების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს;

- ანგარიშის აქტივაციის შემდგომ, ავირჩიე ერთ-ერთი დაწესებულება, მაგრამ გადავიფიქრე და როგორ შეცვალო?

მას შემდეგ, რაც თქვენ გააკეთებთ არჩევანს, არ შეგიძლიათ ცვლილების განხორციელება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ვაკანსიის აღწერილობით ნაწილს; აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსია ავტომატურად რეზერვდება და მასზე წვდომა აღარ აქვს სხვა სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს.

- ჩემი საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით ამოიწურა ყველა ვაკანსია, როგორ მოვახერხო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა (ოქტომბრის) და გაზაფხულის (აპრილის) ნაკადების მეშვეობით. თუ ამ ეტაპზე ვერ ირჩევთ სასურველი მიმართულების ვაკანსიას, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სტაჟირების შემდგომი ნაკადის ფარგლებში.

- არის თუ არა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა საჯარო სამსახურში (დაწესებულებებში) სტაჟირების გავლის ერთადერთი შესაძლებლობა?

 სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა არ არის ერთადერთი შესაძლებლობა საჯარო სამსახურში (დაწესებულებებში) სტაჟირების გავლისათვის. მიზნობრივი პროგრამა  წარმოადგენს ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის საჯარო დაწესებელებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობის შექმნას. აღნიშნული პროგრამა არ ითვალისწინებს არანაირი სახის შეზღუდვას უწყებებისთვის სტაჟირების ვაკანსიების სხვა ფორმით გამოქვეყნებისთვის და სტაჟიორთათვის - შერჩევის წესით დაიწყონ სტაჟირება სასურველ პოზიციაზე.

- აქვს თუ არა საჯარო დაწესებულებას უფლება დააწესოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები?

საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესაბამისად, საჯარო დაწესებულებას უფლება აქვს დააწესოს დამატებით კრიტერიუმად უცხო ენის ცოდნა, მხოლოდ სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე.

- ითვალისწინებს თუ არა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა დასაქმებას?

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, რაც სტაჟირებაგავლილ პირს გახდის კონკურენტუნარიანს საჯარო სამსახურში დასაქმების დროს.